00:29 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:48:34, 2223 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას წარმოადგენს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეს განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში, ქვეყანასა და ეკლესიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მმართველობა ყველაზე დიდი ტრაგედიაა. 

როგორც მეუფემ აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილი საქართველოს ეკლესიის მტრების პოზიციას წარმოადგენს. 

„დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც ქვეყანასა და ეკლესიაში მსგავსი მმართველობა დაამკვიდრეს. სამწუხაროდ, ამ ქალის მმართველობა ათწლეულების მანძილზე, დღემდე ყველაზე დიდი ტრაგედიაა და არსებული საუკუნის პრობლემას ქართველი ერი, ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას წარმოადგენს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერებში, საუბარი შორენა თეთრუაშვილს ეხება და არა დაკავებულ მოძღვარს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics