|
2017-02-17 12:09:24, 2820 ნახვა
მსოფლიო
თავდაცვის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია
თავდაცვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი, მაიკლ ფლინის სკანდალური გადადგომის შემდეგ, ვაკანტურია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნული პოსტი 60 წლის ვიცე-ადმირალ რობერტ ჰარვარდს შესთავაზა, თუმცა მან თანამდებობაზე უარი თქვა. თეთრი სახლის წარმომადგენელის ცნობით, ჰარვარდმა თანამდებობაზე უარი ოჯახური და ფინანსური მიზეზების გამო თქვა, თუმცა ამერიკული მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჰარვარდს "თავისი ხალხის მოყვანა" სურდა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა. ვიცე-ადმირალ ჰარვარდის გარდა, თავდაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის პოსტზე ყოფილი გენერლები დევიდ პეტრეუსი და კიტ კელოდი განიხილებიან. ცნობისთვის, 72 წლის კელოგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია Oracle-ის კონსულტანტია, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. პეტრეუსი კი, 2012 წლამდე ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა. პეტრეუსს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ჟურნალისტს, პოლა ბროდუელს, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, საიდუმლო მასალები გადასცა. ამის შემდეგ პეტრეუსს ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადა ჯერ არ ამოწურულა. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ფლინმა, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველის პოსტს იკავებდა, თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. გადადგომის მიზეზი ის გახდა, რომ ფლინი აშშ-ში რუსეთის ელჩს სანქციების შესაძლო გაუქმების თაობაზე ესაუბრა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)