|
2017-02-16 16:13:46, 1956 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანდრია: ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა
მეუფე ანდრიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში მოინახულა. როგორც მეუფე ანდრიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად კურთხევა საჭირო არ არის. "მას არ შეუძლია გათქვას აღსარების საიდუმლო, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია მის სინდისზე და პირადად უნდა გადაწყვიტოს. არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა", - აღნიშნა მეუფემ. მანამდე მამა ანდიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მიიღო თუ არა ბრალდებულმა დეკანოზმა კურთხევა, რომელსაც საქმის დეტალებზე სალაპარაკოდ ითხოვდა. სასულიერო პირის თქმით, დეკანოზის საკანში იმდენად არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, რომ მისი ზიარებაც კი ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)