|
2017-02-16 15:17:42, 2087 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგი კაპანაძე: ხელისუფლება უშიშროების საბჭოს ფუნქციების შემცირებას აპირებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო საერთოდ აღარ არსებობდეს. ამასთან, როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობები, პრეზიდენტის ფუნქციების ყველა მიმართულებით მინიმუმამდე დაყვანის. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უშიშროების საბჭო კი არ გააუქმოს მარტო, ზოგადად პრეზიდენტს გაუქროს ის მცირე ფუნქციები, რომელიც მას გააჩია. ამას აკეთებს იმ მოტივით, რომ არ სურს ჰქონდეთ თუნდაც ოდნავი მაბალანსებელი ორგანო. ჩვენთან დღეს უსაფრთხოების და უშიშროების თემები არის მთლიანად მოშლილი. პრეზიდენტის მხრიდან არის ინიციატივა, რიმ უსაფრთხოების საკითხებზე იყოს რაღაც ზეეროვნული, ზეპარტიული დისკუსია. ამაზე პასუხად ხელისუფლება აპირებს პირიქით უშიშროების საბჭოს ფუნქციები შეამციროს. არ მგონია, რომ იყოს სახელმწიფოებრივი ქმედება. არის მცდელობები, ყველა მიმართულებით, მინიმუმამდე დაიყვანონ პრეზიდენტის ფუნქციები“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კი დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, ტერმინი უშიშროების საბჭო შეიცვალოს თავდაცვის საბჭოთი და მისი შეკრება მოხდეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)