|
2017-02-16 11:58:26, 2500 ნახვა
სამართალი კომენტარი
სერგი კაპანაძე: გვარამიას დაკავება დიდი სიგიჟე იქნება
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სასამართლოში ნიკა გვარამიას დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი2“-ის საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამასთან, კაპანაძის თქმით, გვარამიას დაკავება დიდი სიგიჟე იქნება, თუმცა არ გამორიცხავს, ასეც მოხდეს: "მემგონი, ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს სრული ისტერიკა. გასაგებია, ისინი ცდილობენ „რუსთავი 2“-ის საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ამის ნაწილია ნიკა გვარამიას დაბარებაც, მემგონი ძალიან სიგიჟე იქნება ახლა რომ ნიკა გვარამია დააკავონ, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ვერაფერს გამოვრიცხავთ. ბევრი უაზრო, არაადეკვატური ნაბიჯი მინახავს. იმ ჩანაწერებზე, რომელზეც საუბარია, თვითონ გვარამია ამბობს, რომ ავთენტურია, უბრალოდ იქ არის დამონტაჟებული და არ მგონია, რამე საფუძველი გააჩნდეს პროკურატურას.... ძალოვანი სტრუქტურები ერთ ადამიანს ემორჩილებიან და მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ",-განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანსა და რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს ნიკს გვარამიას შორის საუბრის ჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც დადგენილია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)