|
2017-02-15 17:40:36, 3058 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკული სპეცსამსახურები მედიასთან უკანონოდ თანამშრომლობენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროდან და/ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან თანამშრომლები New York Times-ს და WASHINGTON POST-ს ინფორმაციას უკანონოდ აწვდიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე წერს. პრეზიდენტი New York Times-ს და WASHINGTON POST-ს „შეთქმულების თეორიის“ გავრცელებაში ადანაშაულებს. "ეს რუსეთთან ურთიერთობები- ნონსენსი და იმის მცდელობაა, რომ ჰილარი კლინტონის მიერ სარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული უამრავი შეცდომა გადაფაროს“, - წერს ტრამპი. ამასთან, ის CNN-ისა და MSNB-ის საინფორმაციო გამოცემებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი ყურება უკვე შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველ მაიკლ ფლინსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა. ამერიკელმა გენერალმა თანამდებობდა გუშინ დატოვა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)