|
2017-02-15 13:56:01, 1916 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი მეუფე პეტრეზე: ჩემზე რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას
„ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას“, - ასე გამოეხმაურა ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი „მოამბესთან“ ინტერვიუში ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას. „მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარი. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა. ამასთან, მან პატრიარქის მდივან-რეფერენტზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე „შორენა თეთრუაშვილს ამხელა გავლენა აქვს“? მეუფე იაკობმა აღნიშნა, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს, ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს“, - დასძინა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, გუშინ გადაცემა „არჩევანში“ მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც დავალებებს კარგად ასრულებენ, „ოქროს თევზს“ ეძახის. მან ასევე მეუფე იაკობზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების უნებლიე თანამონაწილეა”. „მეუფე იაკობი ძალიან პატრიოტი ადამიანია. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)