|
2017-02-15 11:46:46, 2746 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი რუსეთის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციასა და ყირიმის დაბრუნებას ელოდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. "პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გააგებინა ყველას, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციას და ყირიმის დაბრუნებას ელოდება", - აღნიშნა სპაისერმა. სპაისერის თქმით, ტრამპს რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი აქვს. "იმისთვის, რომ ბევრ პრობლემის მოგვარება, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა იყოს შესაძლებელი", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა. უკრაინაში მომხდარმა კონფლიქტმა და ყირიმის ანექსიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გამოიწვია, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის და რამდენიმე დასავლური ქვეყნის მხრიდან. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ან საერთოდ გააუქმებს ან დაასუსტებს. ერთ-ერთ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა შესტავაზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს სანქციების მოხსნა, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი ბირთვულ არსენალს შეამცირებს. ამის შემდეგ, მორიგ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ აპირებს. თებერვლის დასაწყისში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში იქამდე იქნება, სანამ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)