|
2017-02-14 16:56:52, 2022 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი: პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. როგორც წერეთელმა აღნიშნა, რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება გამოძიების პროცესი, დამაჯერებლობის ხარისხი მით უფრო დაიკლებს. „ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან განცხადებები და მათი გადმოსახედიდან საკმაოდ დამაჯერებლად საუბრობდნენ. ახლა საინტერესოა ახალი ინფორმაცია თუ რა დაადგინა გამოძიებამ. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რაც უფრო გაიწელება პროცესი მით უფრო მეტი ვერსია იტრიალებს და მით უფრო დაიკლებს დამაჯერებლობის ხარისხი. პროკურატურის ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძება დროულად გასცეს კითხვებს პასუხი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა არამედ დარწმუნებული ვარ ეს საზოგადოების გამყარებული აზრია. საგამოძიებო მოქმედებების თავლსაზრისით პრაქტიკულად ინფორმაციული შიმშილია. ვთვლი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხში განცხადებები ყოველ საათში უნდა კეთდებოდეს. ამ მოვლენებს ბევრი ფიქრი სჭირდება მითუმეტეს მამა გიორგის მიერ გავრცელებულ წერილში გაკეთებული მინიშნებები აღძრავს ეჭვს; რა არის აქ ხელისუფლების როლი და შეიძლება თუ არა იყოს ამაში რაღაც ქონებრივი საკითხები და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ასე არ უნდა გაგრძელდეს“,-განაცხადა წერეთელმა. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პროკურატურას მოუწოდა პატრიარქის შესაძლოა მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს გამოძიება და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)