17:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 12:54:50, 1224 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს სავარაუდოდ ინტენსიური თერაპიის  განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

„ექიმები გვპირდებიან, რომ  პატრიარქი მალე იქნება გადაყვანილი  პალატაში. ყველა მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და კარგ მდგომარეობაშია პატრიარქი“,-განაცხადა ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, ილია მეორეს ოპერაცია გუშინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. პატრიარქი გერმანიაში ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics