|
2017-02-13 16:49:17, 2240 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: დღეს უშიშროების საბჭო სრულიად უფუნქციოა
დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო დღეს სრულიად უფუნქციოა და ბოლო პერიოდში საბჭოს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია. ზურაბიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე პრემიერის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. „უშიშროების საბჭო დღევანდელ დღეს სრულიად უფუნქციოა. არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყოფილიყოს უშიშროების საბჭოზე ბოლო პერიოდში. ეს იმიტომ რომ უშიშროების საბჭო არაა იმ ადგილას, სადაც რეალური მმართველობა არსებობს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს უნდა იყოს პრემიერის დაქვემდებარებაში, თუმცა არის საკითხები სადაც აუცილებელი იქნება ერთობლივად პრემიერი და პრეზიდენტი იყვნენ თავმჯდომარეები უშიშროების საბჭოსი. არ შეიძლება ქვეყანაში თანადროულად ორი ინსტიტუტი იყოს და არ ვიცოდეთ რეალურად რამე რომ მოხდეს რომელი ერთია პასუხისმგებელი“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნისთვის აუცილებელია. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)