22:45 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 11:55:40, 1904 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კილაძე: საზოგადოებას დავპირდით, ჩავწერდით კონსტიტუციაში, თუ რა არის ქორწინება და ამას აუცილებლად შევასრულებთ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი სხდომას მართავს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნოდ საზოგადოებას „ქართული ოცნება“  დაპირდა, რომ აუცილებლად ჩაწერდნენ კონსტიტუციაში განმარტებას, თუ რა არის ქორწინება და ეს დაპირება უნდა შეასრულონ.

„აქედან  გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ ვალდებული ვართ, შევასრულოთ ჩვენი დაპირება და აუცილებლად შევასრულებთ ჩვენი  გუნდი იმ დაპირებას, რაც ჩვენს ხალხს მივეცით“,-აღნიშნა კილაძემ.

ცნობისთვის, მმართველის გუნდის ინიციატივაა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics