16:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-12 10:28:13, 1122 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და  ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილის დასასრულს შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილი  აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს პატრულ-ინსპექტორი მოძრაობის უსაფრთხოების წესებსა და ქვეითთა უფლებებზე ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი  კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics