|
2017-02-11 16:56:41, 3106 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის ქალაქ ლაშქარ გაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 20 ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც სააგენტო წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის სამხედრო მანქანა ბანკთან ახლოს იმყოფებოდა. Reuters-ის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 4 სამოქალაქო და 3 სამხედრო პირია, ხოლო 16 სამოქალაქო პირი და 4 ჯარისკაცი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ჰელმანდის პროვინციის დიდ ნაწილს თალიბანი აკონტროლებს და ქალაქ ლაშქარ გას ხშირად ემუქრება. ცნობისთვის, ჰელმანდის პროვინციაში ნატოს მისიის ფარგლებში, ავღანელი სამხედროების დასახმარებლად და გასაწვრთნელად საერთაშორისო ძალებია განლაგებული.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)