|
2017-02-11 12:41:48, 2881 ნახვა
მსოფლიო
NBC: რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ს ედვარდ სნოუდენი გადასცეს
რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, ედვრად სნოუდენის გადაცემის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ NBC-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალებაის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სნოუდენის გადაცემა, ტრამპის „კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კეთდება" და მას აშშ-ის პრეზიდენტისადმი საჩუქარს უწოდებენ. სნოუდენის ადვოკატის ბენ უიზნერის თქმით, მან ასეთი გეგმების შესახებ არაფერი იცის. როგორც თავად სნოუდენმა აღნიშნა, ტელეარხის ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურებზე არასოდეს უმუშავია და მათი აგენტი არასოდეს ყოფილა. "არც ერთი ქვეყანა არ გაყიდის თავის აგენტს, რადგან დანარჩენებს შეეშინდებათ, რომ ოდესმე მათი ჯერიც დადგება", - დაწერა Twitter-ზე სნოუდენმა. ცნობისთვის, 21 იანვარს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "სნოუდენი საჩუქარი არ არის, რომლის გაჩუქებაც შეიძლება". მან ასევე დასძინა, რომ მისი ამერიკისთვის ექსტრადირება მხოლოდ საიმიგრაციო სამსახურებს და თავად ვლადიმერ პუტინს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ამერიკა სნოუდენს ბრალად საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემას სდებს. რუსეთმა სნოუდენს თავშესაფარი მისცა. მას სამშობლოში 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)