|
2017-02-11 09:38:32, 1101 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებით შეშფოთებულია
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თემატიკას ცხინვალში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო დერეფნების ამოქმედებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ პრაღაში დოკუმენტის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ სპეციალური განცხადება "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია მათქვამი, ცხინვალი ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და დოკუმენტის პრაქტიკული ამოქმედება საეჭვოა. "გასაგებია შეშფოთება, რომელსაც საზოგადოებაში მსგავსი ინფორმაცია იწვევს, რადგან ასეთი საკითხები, ბუნებრივია, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტერესებს ეხება. თუმცა, თხოვნა გვაქვს, არ ვიჩქაროთ დასკვნების გაკეთებაში და არ დავხარჯოთ ამ პრობლემების განხილვაზე ფუჭი ემოცია. ტვირთების ტრანზიტის საკითხი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, შესაბამისი იურიდიული ბაზის საფუძველზე", - აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, პრაღაში დერეფნების საკითხის განხილვას ეხმაურებიან სომხური მედიასაშუალებები და ექსპერტები. ერევანში ფიქრობენ, რომ ცხინვალის რეგიონის მიმართულება შესაძლებელია გახდეს ზემო ლარსის ალტერნატივა, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი ხშირად კლიმატური პირობების გამო იკეტება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)