13:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 14:25:10, 1043 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გამართა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მოძრაობის „ეს შენ გეხება" წევრებს შეხვდა და ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესახებ კონსულტაციები გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტი  რამდენიმე პრობლემურ დებულებას  შეიცავს.  

დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი პოზიცია, რომელიც იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებებთან და გადაწყვეტილებასთან.

ანა დოლიძე კონსულტაციებს სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავივლით ყველა ამ საჭირბოროტო საკითხს ყველა შესაბამის ორგანოსთან, ვთავაზობთ კონსულტაციას საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო ფრაქციებს და გამოვლინდება ის თემები რომლებზეც შეიძლება შეთანხმება, ან რომლებზეც გაგრძელდება დისკუსია.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა და კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს. შესაბამისად, ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია, იმიტომ რომ ჩართული ვართ საზოგადოებასთან, პარლამენტთან მუშაობაში და ვთავაზობთ მათ, რომ ყველა პრობლემური საკითხი კონსულტაციების რეჟიმში გავიაროთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღესვე ანა დოლიძე გეგმავს შეხვედრას ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებთან.

6 თებერვალს კი, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, მოძრაობის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გიორგი გოცირიძე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოდან" გიორგი ბურჯანაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან" ლიკა საჯაია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics