|
2017-02-09 08:17:38, 2832 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის კანონი მიიღო
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მიიღო კანონი Brexit-ის, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურის ამოქმედების შესახებ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მესამე და ბოლო მოსმენის დროს კანონპროექტი ყოველგვარი შესწორების გარეშე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წ122 კი ინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ დოკუმენტი განსახილველად ბრიტანეთის ზედა, ლორდთა პალატას გადაეცემა. როგორც BBC წერს, 3 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Brexit -ის გეგმა, ეგრეთ წოდებული "თეთრი წიგნი" გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ ფორმულირებული 12 მთავარი პუნქტი 77 გვერდზეა გაწერილი. ცნობისთვის, 2016 წლის ნოემბერში, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 2017 წლის მარტის ბოლოს დაიწყებდა ევროკავშირთან Brexit-ზე მოლაპარაკებას. იანვარში, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ის დაავალდებულა პარლამენტისგან თანხმობა მიეღო. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)