00:50 - 05 Jul, 2026
|
2017-02-08 17:45:47, 1681 ნახვა
პოლიტიკა
რუსული მხარე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს
ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყებამ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა შეაფასა, რომელიც 7 თებერვალს პრაღაში გაიმართა. „შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსული მხარის პოზიცია სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით და არ გამორიცხა მისი მთლიანად გაუქმებაც. ეს დიდწილად ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება არ გამორიცხა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)