|
2017-02-08 12:32:14, 2849 ნახვა
მსოფლიო
აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თუქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპმა დადებითად შეაფასა თურქეთის ჩართულობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და აღნიშნა, რომ აშშ თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, საუბრის დროს 2 ქვეყნის ლიდერმა ქვეყნების ხანგრძლივ მეგობრობაზე ისაუბრა და ტერორიზმთან ბრძოლაში ერთმანეთს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს. ერდოღანმა ამერიკელ კოლეგას პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, ეს პირველი საუბარი იყო ტრამპსა და ერდოღანს შორის, რაც მილიარდერმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. მედიის ცნობით, საუბარი ფასდება როგორც "პოზიტიური". შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი 20 იანვარს დაიკავა. ის ამერიკის მოსახლეობამ 2016 წლის 8 ნოემბერს აირჩია. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონს, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობით მოუგო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)