|
2017-02-07 13:52:49, 2112 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ჩვენს შენიშვნებზე პასუხები მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ანა დოლიძის პროფესიონალიზმის ხარჯზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე წარმოდგენილ პრეზიდენტის შენიშვნებზე დღეის შემდეგ მსჯელობაც არ ღირს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არგუმენტირებული პადსუხები ვერ წარმოადგინა. ამასთან, მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დეპუტატების შენიშვნებს მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის ხარჯზე უპასუხა: „შემთვევით არ მიკითხავს ქალბატონი ანასთვის, დარწმუნებული ვარ, იცოდა მან ვეტოს გადალახვა არ გადალახვის პრინციპების შესახებ, რომ ნაწილობრივ გაზიარება ასე არ ხდება და კანონში ასეთი რამ არ წერია, ამიტომ, ყველა ის შენიშვნა, რაც ჩვენ კითხვებშიც იკითხებოდა, რაზეც პასუხები მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ანა დოლიძის პროფესიონალიზმის ხარჯზე. რადგან არგუმენტი სხვა აქ არ მოგვისმენია, გარდა ზოგადი საუბრებისა, ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობაც კი არ ღირს იმის იქით, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა“,-განაცადა მამუკა მდინარაძემ. საბოლოოდ, იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)