|
2017-02-07 13:14:03, 2735 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ფიიონმა საფრანგეთის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა
საფრანგეთის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ფრანგებს ბოდიში მოუხადა, იმის გამო, რომ მისი მეუღლე თანაშემწის სტატუსით ანაზღაურებას იღებდა, - ამის შესახებ France24 იუწყება. თუმცა, ფიოონის თქმით, ის კანონიერად მოქმედებდა. "მე აშკარა თავდასხმის იბიექტი გავხდი, თუმცა ჩემი ცოლის დასაქმება სავსებით კანონიერია", - აღნიშნა მან. ცნობისთვის, ფიიონი იმისთვის გააკრიტიკეს, რომ ის ცოლს გასამრჯელოს იმ საქმიანობისთვის უხდიდა, რაც არ შეუსრულებია. მან ბიუჯეტიდან თვეში ხელფასის სახით 3 677 ევრო მიიღო. ფიიონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა: „დიდ ბოდიშს ვიხდი, ის, რაც გუშინ დასაშვები იყო, დღეს აღარ შეიძლება მოხდეს". როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, შეცდომების აღიარება და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. გამოკითხვის მიხედვით მემარცხენე კანდიდატს ემანუელ მაკრონს ყველა შანსი აქვს, რომ მემარჯვენე ნაციონალისტს მარინ ლე პენს გაუსწროს. "რესბუბლიკელი" ფიიონი კი წინასაარჩევნო კამპანიაში ჯერჯერობით მესამე პოზიციაზეა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)