|
2017-02-04 16:33:09, 2678 ნახვა
მსოფლიო
მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ აშშ-ის არმიის მინისტრის პოსტზე უარი განაცხადა
მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მინისტრის პოსტზე, რომელზეც ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა, უარი განაცხადა, - ამის შესახებ USA Today იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოსტზე უარის თქმის მიზეზად ვიოლას ბიზნეს საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მილიარდერი ვერ შეძლებს ერთდროულად მინისტრის პოსტის დაკავებას და ბიზნეს საქმიანობის გაგრძელებას. პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის განცხადებით, ვიოლას გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა ის მას პატივს სცემს. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის დონალდ ტრამპს აღნიშნულ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურას შესთავაზებს. ამასთან, ვინსენტ ვიოლას აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შემოთავაზება და ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს. ცნობისთვის, აშშ-ის არმიის სამინისტრო თავდაცვის უწყების შემადგენლობაში შედის. სამინისტროს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ადამიანურ რესურსებზე, პერსონალზე, რეზერვების მდგომარეობაზე, შეიარაღების სისტემაზე და ასევე, კომუნიკაციასა და უწყების ფინანსირებაზე. მის კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო სენატი მის დამტკიცებას უყრის კენჭს. გარდა ამისა, აღნიშნული უწყება არ შედის მინისტრთა კაბინეტში და მხოლოდ პენტაგონის დაქვემდებარებაშია. 60 წლის მილიარდერი ვინსენტ ვიოლა აშშ-ის არმიის ვეტერანია. ის სავაჭრო კომპანია Virtu Financia-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ჰოკეის გუნდი "ფლორიდა პანტერსი". Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)