|
2017-02-03 13:43:45, 2174 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: პარლამენტში ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს მართებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებს ვეტოს საკითხზე პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. "დღეს ვეტოს დაძლევა ელემენტარულია და ამაზეც ვისაუბრეთ, რომ ვეტოს ჰქონდეს თუნდაც პროცედურული წონა, რომ მისი დაძლევა არ იყოს მარტივი და მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რათა ვეტოს უფრო მეტი სამართლებრივი და პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდეს. მე არ ვიტყვი, რომ ვეტომ აზრი დაკარგა, მაგრამ დღეს ვეტოს დაძლევა ძალიან მარტივია", - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე შეფასებით, როცა პრეზიდენტი ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს ამზადებს, წინასწარი კონსულტაციები უნდა გამართოს ოპოზიციასთანაც: "აღიარა, რომ ჰქონდა კონტაქტი არასამთავრობო სექტორთან და კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული", - აღნიშნა გოცირიძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)