22:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 18:32:17, 1308 ნახვა

პოლიტიკა
ანდრეს მამიკინსი: შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს

შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ კენჭისყრის შემდეგ "პირველ არხთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობები ხალხთა შორის კონტაქტებისთვის. 

"დღევანდელი კენჭისყრა ნიშნავს, რომ მე მიყვარს საქართველო და არამარტო მე, ევროპარლამენტის უმრავლესობას. ჩვენ ვართ თანახმა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, მარტიდან, ყველაზე გვიან აპრილიდან შეძლონ, ევროკავშირში, შენგენის ზონაში მიმოსვლა. ეს არის ახალი შესაძლებლობა ხალხთა შორის კონტაქტებისთვის, თქვენთვის, ჩემთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ბიზნესმენებისთვის, სტუდენტებისთვის, ევროპაში მცხოვრები ქართველების ახლობლებისთვის, პოლიტიკური ურთიერთობების გასამყარებლად და გასაღრმავებლად, ჩემთვისაც და თქვენთვისაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი - 553 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 66 დეპუტატი იყო, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics