|
2017-02-02 17:22:34, 1996 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იანოშ ჰერმანი: დღევანდელი ნაბიჯი უფრო მეტად დაგვაახლოვებს
„ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო“,-ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან. როგორც ჰერმანმა აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, თუმცა ბოლო ეტაპებს უახლოვდება. „პირველ რიგში ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ჩემთვის პატივია, რომ პრეზიდენტმა დღეს აქ, პრეზიდენტის სასახლეში მომიწვია. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან; ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ჩვენ მართლაც ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ნება მომეცით გულითადად მივულოცოთ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი და მოგვიანებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასასრული, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)