|
2017-02-02 14:24:28, 1887 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სოფიო დეკანოზიშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობის დემონტაჟი მოხდება შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ
"სამხარაულის ექსპერტიზიდან დღეს გვექნება საბოლოო დასკვნა, შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს თუ რეკონსტრუქცია", – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" იურისტმა, სოფიო დეკანოზიშვილმა განაცხადა. იურისტის ინფორმაციით, შესაძლოა, შენობის დემონტაჟი დღეს დაიწყოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელოდებიან. „შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოვიდნენ სპეციალისტები და დასკვნას დღეს ველოდებით. შესაძლოა, შენობის დემონტაჟი მოხდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დასკვნის დადების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, არაა შერჩეული არც ის ფირმა, რომელიც დემონტაჟის სამუშაოებს შეასრულებს", - განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანვე განმარტა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს შენობა დაზღვეული არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. „ცენტრის ხელმძღვანელობას სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან" ეს ხელშეკრულება 2015 წლის აპრილის თვეში დაიდო და ხელმისაწვდომია ყველა აქციონერისთვის, ვინც დაინტერესდება ამ საკითხით, შეუძლია თავად გაეცნოს ყველა დოკუმენტს", – განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)