|
2017-01-31 15:32:54, 2019 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ზვიად ქაწაშვილი: შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ იყო გამართული იმ დონეზე, როგორც უნდა ყოფილიყო
უახლოეს საათებში ვფიქრობთ, რომ ხანძარი მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შენობის უკანა ნაწილში კერები ამ დრომდე დარჩენილია. „ამ ეტაპზე ექსპერტები გვიკრძალავენ მეხანძრეების და ზოგადად ყოველგვარ გადაადგილებას შენობაში. მხოლოდ და მხოლოდ დაშვებულია ექსპერტებისგან მოცემული ნებართვის მეშვეობით შესვლა და ხალხის ეტაპობრივად შეყვანა იმ ნაწილში, სადაც ძვირფასეულობა ინახება. ამ ეტაპზე გვიწევს გარე პერიმეტრზე მუშაობა. უახლოეს საათებში ვფიქრობთ, რომ ხანძარი მთლიანდ იქნება ლიკვიდირებული ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“,- განაცხადა ქაწაშვილმა. ამასთან, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში არ იყო გამართული იმ დონეზე როგორც უნდა ყოფილიყო. „ამ წელიწადში ქვეყნის მასშტაბით ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ დამონტაჟებული იქნას სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო ტექნიკა ანალოგიურ შენობებში“, - დასძინა ქაწაშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)