19:27 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 15:10:11, 1875 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც კონტროლის მყარი მექანიზმები უზრუნველყოფილი იქნება.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 "ამ თემას საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტაპზე.  თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ.  ქვეყნის პირველი პირის აზრით,  ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ  გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და  სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება  კონტროლის მყარი მექანიზმები.  ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პრინციპი  უნდა იყოს ამ უწყების  ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს  - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან",-განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics