|
2017-01-31 13:33:37, 1710 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ლაშა აბაშიძე: ამ დროისთვის, 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონება საცავიდან გამოიტანა
თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონების საცავებიდან გამოტანა შეძლო. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ეს პროცესი დაახლოებით ერთ საათში დასრულდება. რაც შეეხება ძვირფასი ნივთების, მათ შორის ოქროს გამოტანის პროცედურას, მესაკუთრეები, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საცავებში შედიან, საკუთარი საქონელი გამოაქვთ და პარალელურად ამ პროცესის გადაღება მიმდინარეობს. ადგილზე მოწყობილია სპეციალური კორიდორი, რომელიც სპეციალური დაფებითაა უზრუნველყოფილი, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული. მერიამ ადგილზე მიიყვანა ორგანიზაცია, რომელიც შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს განახორციელებს“, - განაცხადა განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის საკითხზე საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, შსს-ს წარმომადგენლები და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წევრები. შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)