|
2017-01-31 12:21:43, 1920 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, განხორციელდება ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზარალებულ მოვაჭრეების დახმარების საკითხის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გუშინვე მოვახდინეთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ გასული, გაეცნენ პრობლემის შინაარსს. მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობის და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას დაზარალებულ გადასახადის გადამხდელებზე, რათა მათ აღნიშნულ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, შემდგომ პერიოდში თითოეული დაზარალებული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება და ისე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნათ.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)