|
2017-01-30 13:45:38, 1836 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იაგლანდი: მინდა მივულოცო საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროპა საქართველოში რეფორმების პროცესს მხარს უჭერს. როგორც იაგლანდა აღნიშნა, საბჭო ფოკუსირებულია, რომ სასამართლოს რეფორმის პროცესშიც საუკეთესო როლი შეასრულოს. „მინდა მივულოცო საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, ევროპა მხარს უჭერს საქართველოში რეფორმების პროცესს, როგორც ეს სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ფოკუსირებული ვართ, რომ საუკეთესო როლი შევასრულოთ სასამართლოს რეფორმის პროცესში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს სურს, მჭიდროდ იმუშაოს ვენეციის კომისიასთან," - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა. ამასთან, იაგლანდის ინფორმაციით, მან საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის შემუშავებაში დახმარება შესთავაზა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)