|
2017-01-28 14:30:44, 1899 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის და არც პრემიერ-მინისტრისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არ მიღებულა და ამ ეტაპზე მხოლოდ უფლებამოსილების ფარგლებზე მსჯელობენ. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განუცხადა, თუ ჯგუფი წმინდა საპარლამენტო მოდელზე შეჯერდება, პრეზიდენტის არჩევის წესიც ამის შემდეგ გახდება ნათელი. „კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის, არც პრემიერ-მინისტრისთვის სახელობითად. ის იწერება კონსტიტუციურ პრინციპებზე, იმ მოდელზე დაყრდნობით, რომელსაც ქვეყანა ირჩევს. თუ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელზე, უნდა ვთქვათ, რომ ის რაც ხარვეზია, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს. ჩემთვის პირადად პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოდელს ჩამოვაყალიბებთ საბოლოოდ. თუ წმინდა საპარლამენტო მოდელზე ვისაუბრებთ და უფლებამოსილებებს გავმიჯნავთ, ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება ჩემთვის არჩევის როგორი წესი იქნება მისაღები“, - განაცხადა ბესელიამ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)