|
2017-01-28 12:08:02, 1796 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: ე.წ. კაბელების საქმის შედეგი დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ე.წ კაბელების საქმის შედეგი დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელია. როგორც თალაკვაძემ განმარტა, განსხვავებული პოზიციების მქონე ინსტიტუტებმა საკუთარი როლი შეასრულეს, მათ შორის პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. „პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა ალბათ ორ რამეს აქვს - ეს გადაწყვეტილება როგორ აისახა კონკრეტულად ამ ადამიანების ცხოვრებაზე. ფაქტია, რომ ისინი სახლებში დაბრუნდნენ, რაც სასიხარულოა მათი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის. მეორე, საზოგადოება მომსწრე იყო მთელი იმ სასამართლო პროცესების, მსჯელობის და ეს იყო ღია პროცესი. ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. შესაბამისად, სასამართლო პროცესებში ვერ დავინახე ის, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციების დასაბუთების გატანის, მსჯელობის პრობლემა ჰქონოდათ. მედიის ინტერესიც ამ საქმეებთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი იყო და ვფიქრობ, მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიც მივიღეთ”, - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)