|
2017-01-27 14:22:04, 1746 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ნატოს სამიტზე ოპონენტების კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციაა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ნატოს სამიტთან დაკავშირებიტ ოპონენტების კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციია. ვინაიდან, როგორც მდინარაძემ განმარტა, თუ მომავალ სამიტში მონაწილეობას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ საქართველო სამიტზე წარმოდგენილი ვერ იქნება. "ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ სპეკულაცია. რადგან, თუ ამ სამიტში მონაწილეობას მიირებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას და ესაა მარტივი პასუხი", - აღნიშნა მამამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ფრაქცია „ევროპული საქართველო“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ საქართველო სამიტზე არ გამოჩნდება, ეს აღქმული იქნება როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება. შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ვინაიდან, სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ წევრი ქვეყნები დაესწრებიან. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ფორმებისა და გეგმების შემუშავებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ნატოს რეალობაში არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მათი ურთიერთობის ფორმები დაესახათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. აღნიშნული ბუშის არჩევის შემთხვევაში განხორციელდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)