17:49 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 17:23:29, 2189 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე: სასამართლომ პროკურატურას ნამუსი მოწმინდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ბრალდებულების 2 თვეში გათავისუფლება დადებითად შეაფასა.

როგორც ხიდაშილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეებიც აქვს.

"კარგია რომ კაბელების საქმის ბრალდებულები საპატიმროს 2 თვეში დატოვებენ!

ცუდია: (1) სასამართლომ ნამუსი მოწმინდა პროკურატურას. ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა;

(2) სასამართლომ კიდევ ერთხელ უარი თქვა კანონის დაცვაზე. 332-ე მუხლისთვის აუცილებელი, სავალდებულო პირობაა "თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად". ამ უმთავრესი პირობის დადასტურება ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო სასამართლომ. მიუხედავად ამის, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

(3) მითვისებას და გაფლანგვას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით თუ შეცვლი ეს არ შველის მოსამართლეს იმ შემთხვევაში თუ გამორჩენა არ არის დადასტურებული. მაინც სჭირდება ამის უტყუარად დამტკიცება ბრალდებას

(4) არადა როგორ ჭირდება ჩვენს სასამართლოს მცირედი გამბედაობა, რომ თავი დაიმკვიდროს, წელში გაიმართოს, ფუნქცია შეასრულოს. სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამამართლებელი  განაჩენი არ გამოიტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics