|
2017-01-26 15:54:39, 2412 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: დადასტურდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს
პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ადეკვატური იყო. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ნინო აღლემაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში არ ეთანხმება. „ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით, მტკიცებულებებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზერელე შეფასებით. თუმცა, ჩვენ ვერ დავემსაგვასებით ჩვენს კოლეგა ადვოკატებს, ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, მხოლოდ ვიტყვით, რომ სამართლებრივი დავის პირობებში განვაგრძობთ ამ საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი მათ გადაიხადეს 6 მილიონი იმ ქონებაში, რომელიც სინამდვილეში ღირდა 2 მილიონი. ეს იყო მარტივად დადასტურებული ფაქტი სასამართლოში, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბრალდებულს შეუმსუბუქო მდგომარეობა არ შეიძლება ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა აღლემაშვილმა. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქოსასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)