04:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 14:49:43, 1007 ნახვა

საზოგადოება
ხათუნა სამნიძე და ალეკო ელისაშვილი „თბილისის განვითარების ფონდის“ გაუქმებას ითხოვენ

„რესპუბლიკური პარტიის“  წევრი  ხათუნა სამნიძე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „თბილისის განვითარების ფონდის“  გაუქმებას ითხოვენ.

დეპუტატების განცხადებით, გაურკვეველია როგორც „თბილისის განვითარების ფონდის“  საქმიანობა, ისე მისი საკადრო პოლიტიკა.

მათივე  თქმით, მსგავსი ფონდის გაურკვეველ საქმიანობაზე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა გაუმართლებელია.

„ეს არის „ქართული ოცნების“ აქტივისტების, დეპუტატების შვილების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების დასაქმების ბიურო. კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით  ფონდს საქმიანობაში მიზნებში უწერია, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე მუშაობს, თუმცა ამავე დროს ახორციელებს ლისის ტბის გარშემო ბილიკის დაგებას, მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაციას, რაც გეოგრაფიულად და შინაარსობრივადაც ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ არის. ძველი თბილისის რეაბილიტაცია გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები უნდა მუშაობდნენ. „თბილისის განვითარების ფონდში“ ერთადერთი არქიტექტორი მუშაობს და არც ერთი არქიტექტორ-რესტავრატორი, არც ერთი ხელოვნებათმცოდნე“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics