|
2017-01-26 13:59:57, 2964 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც შესაძლებელია
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც არის შესაძლებელი და ამაში სასირცხვილოს ვერაფერს ხედავს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნშნა, ეს საკითხი დაზვერვის მაღალჩინოსნებთანაც განიხილა და მათ დაარწმუნეს, რომ წამებით შედეგის მიღება რეალურად შესაძლებელია. რას შეეხება "ისლამურ სახელმწიფოს" ტრამპის თქით, ისინი ადამიანებს აწამებენ და მათ შესაბამისად უნდა მოექცნენ. "ე.წ ისლამურ სახელმწიფოზე საუბრის დროს მან თქვა „ისინი აწამებენ, თავს კვეთენ ჩვენს და არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, თუ „ისლამური სახელმწიფო“ ამას სჩადის, მე რატომ უნდა მრცხვენოდეს წყლით წამების?“,– განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილების წყლით წამება მისაღები იქნება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ში წყლით წამება აკრძალულია. თუმცა, ჯიჰადისტებმა თვითონ დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)