|
2017-01-26 12:59:44, 1907 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნარჩემაშვილის აზრით, კონსტიტუციის პრეამბულაში ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფებებზე ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი კონსტიტუციის პრეამბულაში ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთების მომხრე არაა. ამის შესახებ ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა: „კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს და ეს არის პირადად ჩემი აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ ღირებულებები, რომელიც ასახაულია კონსტიტუციაში- აზრის, სიტყვის თავისუფლების, შრომის გამოხატვის უფლება, ესენი სხვა არაფერია, თუ არა ევროპული ღირებულებები . ამდენად, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ამბავი აღნიშნული იქნას გარდამავალ დებულებებში, ხოლო თვით შიგნით კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მე პირადად მხარს არ ვუჭერ“, - აღნიშნა ნარჩემაშვილმა. ცნობისთვის, კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ ფრაქცია „ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, 23 ორგანიზაციისგან შემდგარი გაერთიანება "კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის" და არასაპარლამეტო ოპოზიციის ნაწილი. მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგება "პატრიოტთა ალიანსი" და პარლამენტს მიღმა ნინო ბურჯანაძის პარტია. ასევე, ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)