17:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 12:14:02, 1807 ნახვა

კომენტარი
მიხეილ უკლება: საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას ცერცვაძის დაკავებიდან მალევე დავუკავშირდით

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, გია ცერცვაძის დაკავებიდან საელჩო საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას მალევე დაუკავშირდა. 

როგორც უკლებამ აღნიშნა, მოგვიანებით მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა გაუგზავნეს.

„იანვარში, როდესაც დააკავეს ჩვენი მოქალაქე გია ცერცვაძე, სადღაც საათ ნახევარში თუ ორ საათში ჩვენ უკვე დავუკავშირდით საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას. 16 იანვარს, როდესაც მეუღლემ მიმართა განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარალელურად, 16 იანვარს ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროში და წერილი რაიონულ პოლიციაში, სადაც ჩვენი მოქალაქე დააკავეს. ჩვენ ასევე ადვოკატს ვხვდებოდით“, - განაცხადა უკლებამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს. 

ცნობისთვის, გია ცერცვაძეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა, 40 დღის ვადით შეუფარდა. დღეს, ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რის შემდეგადაც მას სასამართლო დარბაზიდან, სავარაუდოდ გაათავისუფლებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics