01:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 18:01:43, 947 ნახვა

საზოგადოება
სამხრეთ კორეის დელეგაცია ჰიდროგრაფიული სამსახურის მუშაობას გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დელეგაცია იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტორის მოადგილე ჩანგ ვუს, ოკეანეებისა და თევზის სარეწების სამინისტროს დირექტორის მოადგილე კანგ ჰი იანგის, ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლი სუნგ კის და საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს ატაშეს ბუმი კიმის შემადგენლობით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თავიანთი ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კორეის დელეგაციამ საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ დანერგილი თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები დაათვალიერა, ასევე გაეცნო სამსახურის მიერ ქაღალდისა და ელექტრონული რუკების წარმოების სპეციფიკას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის დაისახა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმები ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალის პოტენციალის ზრდისა (CAPACITY BUILDING) და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics