00:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 18:14:04, 1372 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში მაგისტრალური სანიაღვრე სისტემის ბოლო მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს

კრწანისის გამგეობა ფონიჭალაში სახაზო ნაგებობების მოწესრიგებას განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სადგურის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა 300 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტაცია უტარდება ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსულ კოლექტორს. აღნიშნული მონაკვეთი ზემო და ქვემო ფონიჭალის მაგისტრალური სანიაღვრე სისტემის ბოლო სექციას წარმოადგენს.

„ფონიჭალის მაგისტრალური სანიაღვრის მოწყობა გამგეობამ გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც გაიწმინდა წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები, მიწისქვეშა წყლები კი სადრენაჟე მილებში მოექცა.  შეიქმნა მიმდებარე ტერიტორიის სამრეწველო და სამშნებლო მიზნებისთვის განვითარების წინაპირობა“, - აცხადებენ მერიაში.

სადგურის ქუჩაზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics