|
2017-01-21 17:19:58, 3355 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ლარი კინგის ავტომობილი დააზიანეს
ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ლარი კინგის განცხადებით, ვაშინგტონში მომიტინგეებმა, რომლებიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აპროტესტებენ, მის ავტომობილს მინები ჩაუმსხვრიეს, - ამის შესახებ ლარი კინგი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ინციდენტის შედეგად ის არ დაშავებულა. "ვაშინგტონში გამართული აქციის მონაწილეებმა ჩემი დაქირავებული ავტომობილის ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და ასევე ბევრი სხვა მანქანაც დააზიანეს. სტუდიაში ვმუშაობდი და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ჩემი მძღოლი ცოტა შეშინებულია", - წერს ლარი კინგი. ცნობისთვის, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგო აქციაზე 217 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ავტომობილები და მაღაზიის ვიტრინები დააზიანეს. მათ ბრალი მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ედებათ. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე გუშინ გაიმართა. ის ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა. პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატი ბარაკ ობამა შეცვალა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)