00:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 14:25:21, 1657 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გურჯაანში სამედიცინო აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია გრძელდება.

ამჯერად გასინჯვები ველისციხისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს ჩაუტარდათ. ამბულატორიაში სამედიცინო შემოწმების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს კონსულტაცია ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა გაუწია. გასინჯვების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. დანიშნულების მიცემის შემდეგ კი მათ შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია პერმანენტული ხასიათისაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics