23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 17:00:15, 1478 ნახვა

საზოგადოება
გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნას აპროტესტებს

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საპროტესტო განცხადებას მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგისა და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„16 იანვარს, საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე; ქ. დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი); ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics