|
2015-03-28 14:39:25, 491 ნახვა
საზოგადოება
20:30 საათიდან 21:30 საათამდე საქართველო უკვე მეშვიდედ
გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად - „დედამიწის საათის“ მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან. „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, „მრგვალ ბაღში“ ჯგუფი „ყველა“ -ს კონცერტი გაიმართება. მოძრაობის თეატრის მსახიობები კი აქციის მონაწილეებისთვის „ცეცხლოვანი შოუს“ წარადგენენ. ერთი საათი განმავლობაში შუქები ჩაქვრება - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სხვა სამინისტრობის შენობებში; საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქალაქის მუნიციპალურ შენობებში – მერია, საკრებულო. შოთა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში; • საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, „მშვიდობის ხიდი”, ნარიყალას ციხე–სიმაგრე, • ძველი თბილისის შენობებში; • რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებში, • თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)