22:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 11:25:47, 1362 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ დეპუტატები იმას გააკეთებენ, რასაც პარტია დაავალებთ

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15%-მა აღნიშნა, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავდა. 

კერძოდ, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ პარლამენტარები იმას გააკეთებენ რასაც პარტია დაავალებთ. 

როგორც გამოკითხვაშია აღნიშნული მოლოდინები პარტიის მხარდაჭერის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების 72% აცხადებს, რომ პარლამენტი მათ ინტერესებს დაიცავს, მაშინ როცა ამ მოსაზრებას სხვა პარტიის მხარდამჭერებისა და უპარტიო მოქალაქეების (ისინი, ვინც არ ასახელებენ თუ რომელი პარტია არის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს) 40%-ზე ნაკლები ეთანხმება. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გამოკლებით, გამოკითხულთა 30%-ი ფიქრობს, რომ სურვილის შემთხვევაში პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა, მოქალაქეების უმეტესობა კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა რთულია. 

“მართალია, ქართული ოცნების მხარდამჭერები მტკიცედ უჭერენ მხარს ახალ პარლამენტს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ორგანო და მისი წევრები საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენდნენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ მოქალაქეს პარლამენტისადმი”, - განაცხადა NDI-ის ოფიცის ხელმძღვანელმა საქართველოში ლორა თორნტონმა. 

კითხვაზე, საერთო ჯამში, როგორ ფიქრობთ, ახალი პარლამენტი წინა პარლამენტთან შედარებით, უკეთესად, იგივენაირად, თუ უარესად იმუშავებს, გამოკითხულთა 42% განაცხადა, რომ უკეთესად იმუშავებს. 30%-ი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტი იგივენაირად იმუშავებს, 8%-ი თვლის, რომ უარესად, ხოლო 19%-მა კითხვაზე პასუხი არ იცი. 

 ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics