23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 13:42:53, 1173 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკის მშენებლობა დასრულდა

თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, გაეცნო.

მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობამოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს შესთავაზებს.

„აქ წინა ორ მედიათეკასთან შედარებით უფრო დიდი სივრცეა, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურებით. დღეს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ახლა მედიათეკის გაერთიანება მას აღჭურვავს და ყველაფერს  მოამზადებს, რათა გაზაფხულზე სივრცე გაიხსნას. ამით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გაკეთდა და  ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებისთვის კარგი სივრცე შეიქმნა. აქ შეიკრიბებიან ახალგაზრდები, კითხვით დაინტერესებული პირები. შესაძლებელია სხვადასხვა ძალიან საინტერესო ღონისძიების ჩატარება გარე პერიმეტრზე, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში,“- განაცხადა  დავით ნარმანიამ.

სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით,შ.პ.ს „ბლოკჯორჯიამ“ განახორციელა.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics