|
2017-01-17 13:23:31, 2857 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის 26 კონგრესმენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 დემოკრატი კონგრესმენი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. კონგრესმენები ერთ-ერთ მიზეზად ტრამპის მწვავე განცხადებებს ასახელებენ, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი კონგრესმენ ჯონ ლუისს აკრიტიკებდა. ლუისი მრავალი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დამცველია და ბევრი ამერიკელისთვის გმირის სტატუსით სარგებლობს. 1965 წელს აშშ-ის რამდენიმე შტატში ლუისი ფერადკანიანი ამომრჩევლების უფლებებს იცავდა. არჩევნების შემდეგ ჯო ლუისმა ტრამპს "არალეგიტიმური პრეზიდენტი" უწოდა. ტრამპის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ კონგრესმენებმა გადაწყვიტეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობა არ მიიღონ. მედიის ცნობით, ასეთი კონგრესმენების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. როგორც BBC წერს, ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე რამდენიმე ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმაც თქვა უარი. არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციაში მონაწილეობას ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალისტი, 16 წლის ჯეკი ივანკო, სამხედრო მარშის ორკესტრი და Radio City Rockettes-ის მოცეკვავეები მიიღებენ, თუმცა რამდენიმე მოცეკვავემ ღონისძიებაში ჩართულობაზე უარი უკვე განაცხადა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)